ხანძარი საცხოვრებელ სახლში
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ცეცხლი სახლის სხვენში გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ბინის მეპატრონე დაშავდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მან დამწვრობა სახეზე და ზედა კიდურებზე მიიღო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

დამწვარია სახლის 100 კვადრატული ფართობი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები