დიღმის მასივში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, დიღმის მასივში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები