პოლიციამ ქვემო ქართლში 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
11:25 / 30.11.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ა.გ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის
საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,
ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი
ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული
საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას
გულისხმობს.