ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
რუსთავში ავტოსაგაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი და "მერსედესის" მარკის ტაქსი შეეჯახა. ავარიის დროს ტაქსის მძღოლს მგზავრი გადაჰყავდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მგზავრი, რომელმაც დაზიანება თავის არეში მიიღო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები