"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ბე-ემ-ვეს" მარკის
ავტომობილი და "მერსედესის" მარკის ტაქსი შეეჯახა. ავარიის დროს
ტაქსის მძღოლს მგზავრი გადაჰყავდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მგზავრი, რომელმაც დაზიანება თავის არეში
მიიღო.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში
გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.