შსს: 500 გრამი ჰეროინის და 99 აბი MDMA-ს შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით პირი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თურქეთის მოქალაქე ნახევარი კილოგრამი ჰეროინისა და 99 აბი MDMA-ს შეძენა-შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტ კარწახის ტერიტორიაზე დააკავეს, სატვირთო ავტომობილის შემოწმებისას კი აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლები გულისხმობს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას.

Mənbə: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები