რუსთავში ოჯახს კომპოტები მოპარეს
რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს კომპოტები მოპარეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კომპოტები საოცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე, სადარბაზოში სპეციალურად მოწყობილ საკუჭნაოში იყო შენახული.

კომპოტების მეპატრონე, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ 35 ცალი 3 ლიტრიანი ქილა ატმისა და კომშის კომპოტი მოპარეს.

"საკუჭნაოდან, რომელიც სადარბაზოში მაქვს, კომპოტები მომპარეს. სიმბოლურად ერთი ქილა დამიტოვეს, ეტყობა მთელი ზაფხული რომ ვიწვალე გემო მაინც გაუსინჯოსო. ნუ მოკლედ, იქნებ ქილები მაინც დააბრუნოს", - აცხადებს კომპოტების მეპატრონე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები