404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში ასევე დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია