გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან არასრულწლოვანი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა
გლდანის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან არასრულწლოვანი გადავარდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print