15 წლის გოგო 4-მა პირმა გაიტაცა, ისინი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბანში 15 წლის გოგოს გატაცებაში ბრალდებული 4 პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print