ბოლო 24 საათში პირბადის წესის დარღვევისთვის 988 პირი დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 1 137 პირი დაჯარიმდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2 000 ლარით დაჯარიმდა 149 ადამიანი და მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის წესის დარღვევისთვის კი 20 ლარით 988 პირი დააჯარიმეს.

წყარო: On
Print