ქალი ხიდიდან გადახტა
ახალქალაქში ახლაგაზრდა ქალი ხიდიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ახალქალაქის ყოფილი N1 სამხედრო ქალაქის ხიდზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი ჯერ ჩამოჯდა, შემდეგ წყლის მილზე შედგა და გადახტა. მოქალაქეებმა, რომლებიც მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები