შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1964 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,
სენაკში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის
მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა
ოთხ პირს: 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ს, 1992 წელს დაბადებულ ხ.ს.-ს,
1960 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე
საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია
დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას
გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.