ორეგონში მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია გამოცხადდა
აშშ-ის ორეგონის შტატში, ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მცირე რაოდენობით მძიმე ნარკოტიკების შენახვისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ამიერიდან, ისეთი ნარკოტიკების შენახვა, როგორიცაა ჰეროინი, კოკაინი და მეტამფეტამინი, თავისუფლების აღკვეთით აღარ ისჯება და საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის დაწესებულ ჯარიმას გაუტოლდება.

ინიციატივას შტატის მოსახლეობის უმრავლესობამ 55,8% ხმით მხარი 2020 წლის 3 ნოემბერს, საერთო არჩევნებზე დაუჭირა.

ამასთან მძიმე ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვა სისხლის სამართლის კოდექსით ისევ დასჯადი იქნება. 
წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები