შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით
დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637
ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად, 164 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული
გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 641 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობით და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად
ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობით და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად და
ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.