ავარია მსხერპლით დასრულდა [photo]
ქედაში, სოფელ აგარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მასწავლებელი, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარი ავტომობილით სკოლაში მიდიოდა ხევში გადავარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები