ქედაში, სოფელ აგარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მასწავლებელი, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარი ავტომობილით სკოლაში
მიდიოდა ხევში გადავარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალი ავტოსაგზაო შემთხვევის
შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი
გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო,
რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას
გულისხმობს.