მარნეული-თბილისის მაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი
შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან
უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის
ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.
წყარო: report.ge