მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 20 თებერვალს მოხდა.

გარდაცვლილნი არიან ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ელექტრო ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
Print