რუსთავში კაცს ბეტონის ფილა დაეცა [video]
რუსთავში შენობის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ოსტროვსკის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც ბეტონის ფილა ჩამოვარდა და იქ მომუშავე 30 წლის კაცს თავზე დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგზარდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.

ოსტროვსკის ქუჩაზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები