კასპში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
10:35 / 15.03.2021
კასპში, სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო:
ნეტგაზეთი