რუსთავში გოგონა ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
რუსთავში გოგონა ხიდიდან გადახტომას ცდილობდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 25 წლამდე ახალგაზრდა, ცენტრალურ ხიდზე, მოაჯირთან იდგა და სავარაუდოდ გადახტომას ცდილობდა რა დროსაც ადგილზე დროულად მივიდნენ სამართალდამცავები და გოგონა მოაჯირიდან გადმოიყვანეს.

ხიდზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ახალგაზრდას გადარჩენა მოხერხდა, ის გამოკითხვის მიზნით მოგვიანებით პოლიციაში გადაიყვანეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები