შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი, 1996 წელს
დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.
გამოძებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2006 წელს დაბადებულ
არასრულწლოვან გოგოზე წინასწარი შეცნობით სქესობრივი დანაშაული
ჩაიდინა. აღნიშნული ცნობილი გახდა არასრულწლოვანის ოჯახის
წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგოზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად
იძალადა.
“ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი
შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი
დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს”, – წერის უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი
ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: tv4.ge