ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე
გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის
გაკეთებაში ეხმარებოდნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
"სისხლის სამართლის ლოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც
გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.