შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად,
1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. ცეცხლსასროლი
იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და
გასაღების ფაქტებზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ
გასაღების მიზნით ე.კ.-ს შვიდი ცალი „გლოკის“ მოდელის ცეცხლსასროლი
იარაღი და მჭიდები გადასცა.
„სამართალდამცველებმა ე.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის
ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები
ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-მე-5 და მე-6
ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-
აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.