ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
წალენჯიხაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 78 წლის ქალი, რომელიც საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაკიფუში მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობდა 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

"ცეცხლი ეკიდა საცხოვრებელ სახლს, ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მუშაობდა 5 ეკიპაჟი. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს ერთი ადამიანის ცხედარი", - აცხადებენ უწყებაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები