თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე
სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო,
რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.