საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 გრამი ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 76 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“,
– აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები