შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად,
საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. 1982 წელს დაბადებული ო.ს.
დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით თემაზე დაწყებული
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ
ზ.ქ.-ს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო
მკურნალობა უტარდება.