ზუგდიდში ხანდაზმულ ქალს მატარებელი დაეჯახა
ზუგდიდში, 85 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა. ადგილობრივი გამოცემა ლაივპრესის ცნობით, დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც, რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ერთი კვირის წინ, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ მატარებელი მანქანას დაეჯახა, რომლის შედეგადაც ერთი მოქალაქე დაშავდა.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები