ხაშურის რესტორანში ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაჭრეს
ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ სხვადასხვა სუფრის მონაწილეებს შორის მოხდა.

დაჭრილები ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ ორივეს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები