რამდენი ავარია მოხდა რუსთავში
მარტის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 10 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის თვესთან შედარებით, ავარიების რაოდენობა მცირედით გაზრდილია.

სამწუხაროდ, გასულ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

მარტში ავტოსაგზაო შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე, ქუთაისის, დავით გარეჯის, რუსთაველისა და მოდებაძის ქუჩებზე, მე-12 მიკრორაიონში, ძველი ბაზრისა და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებსა და მეგობრობის გამზირზე.

აქედან, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, სწორედ მეგობრობის გამზირზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში, კომენდანტის საათის მოქმედების დროს ან ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, არცერთი ავარია არ დაფიქსირებულა. მარტში, აღნიშნული დროის მონაკვეთში 2, თებერვალში კი, 10-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები