მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა
ისნის მეტროსადგურში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი მატარებლის ვაგონიდან გამოვიდა, მოსაცდელ სივრცეში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, კაცს გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები