შსს-ს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან 12 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 12 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ამასთან, "შეცვალეს" წევრის დეა სამადბეგიშვილის განცხადებით, გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა" უწოდეს, ხოლო ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს. ისინი ადგილზე იმყოფებიან შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print