ქურდობის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XII მიკრორაიონში 9 ლიფტი გაქურდეს.
უცნობმა პირებმა ლიფტის ძრავისთვის განკუთვნილ რკინის კარადაში
შეაღწიეს და ფერადი ლითონი მოიპარეს.
რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა გატერებული ღონისძიებების შედეგად
ქურდობის საქმეზე 2 არასრულწლოვანი ამხილა.
არსებული ინფორმაციით ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ლითონი.
მომხდარის გამო რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა ლიფტის გარეშე
დარჩა.