ქურდობის ფაქტი რუსთავში
ქურდობის ფაქტი რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XII მიკრორაიონში 9 ლიფტი გაქურდეს. უცნობმა პირებმა ლიფტის ძრავისთვის განკუთვნილ რკინის კარადაში შეაღწიეს და ფერადი ლითონი მოიპარეს.

რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა გატერებული ღონისძიებების შედეგად ქურდობის საქმეზე 2 არასრულწლოვანი ამხილა.

არსებული ინფორმაციით ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ლითონი.

მომხდარის გამო რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა ლიფტის გარეშე დარჩა.

წყარო: ინფო რუსთავი
Print