სიახლე
დაჭრეს რუსთავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“
რუსთავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი მღებრიშვილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა, რომლის ცნობითაც დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენელი „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ პაციენტი მარცხენა ბარძაყზე ნაკვეთ-ნაჩხველეტი ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი მოხდა მაჩაბლის ქუჩაზე, სადაც საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია