მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი
მდინარე მტკვარში იპოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება
გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ.
ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა
და უკან არ დაბრუნებულა.
შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე,
მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა
საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს
როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ.
მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ
ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს.
პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
მობილიზებული იყო 4 ნავი.