ყაზბეგის გამზირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ხანძრის ჩაქრობას თვითმხილველები ცდილობდნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები