შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1989 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული
ი.ქ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, ზ.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში
დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს
სსკ-ის 118-ე მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.