მარნეულ-სადახლოს გზაზე, სოფელ წერეთლის მიმდებარედ, მსუბუქი
ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 75 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამართალდამცველებისა და
ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფები.
რადიო "მარნეულს" შემთხვევის თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ 75
წლამდე კაცი გზას კვეთდა რა დროსაც მას ავტომანქანა შეეჯახა.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სოფელ წერეთლიდანაა.