იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა.

პროცესის კულმინაციას იქ შეკრებილი ათასობით ადამიანი ელოდა სანთლებითა და ჩირაღდნებით, რომელთა მეშვეობითაც მაცხოვრის საფლავიდან იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოტანილი ცეცხლი მალე მთელ ტაძარში გავრცელდა.

გასული წელთან შედარებით, ისრაელის მთავრობის მიერ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ადგილზე ბევრად მეტი მომლოცველი იყო შეკრებილი.

მართლმადიდებელი მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცეცხლი ადამიანის ჩარევის გარეშე ინთება, რაც ღვთიური ნიშანია. შესაბამისია რიტუალის სახელწოდებაც – “ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა”.

ცეცხლი იერუსალიმიდან მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის, საქართველოში, იგზავნება.


წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები