ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის
მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან
გადავარდა და ამოტრიალდა.
ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფება, მათ დამტვრეული მანქანიდან უვნებლად
გამოაღწიეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ უამინდობის გამო მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.