სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - ანდეზიტისა და ყვიბისის, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშე მიმდებარედ, მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული მუხის, თხმელას, წიფელის, ვერხვისა და წიწვოვანი სახეობის - ჯამში 8,5 მ3 ხე-ტყე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ასევე ნინოწმინდაში - მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე 0.75 მ³ პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი ჰქონდა განთავსებული. ავტომანქანა და მასზე განთავსებული ფიცარი დაილუქა.მასალები, შემდგომი რეაგიერების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები