ატენის ხეობაში ძლიერი წვიმის გამო გზა ჩაიხერგა. გორის
მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი რადიო
თავისუფლებასთან ამბობს,
რომ ცენტრალური გზის სამ-ოთხ მონაკვეთზე წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა,
რის გამოც გზა გადაიკეტა.
მერის თქმითვე, ტექნიკა უკვე გამოძახებულია და გზა გაიწმინდება.
"მოქალაქეებში არავითარი ზარალი არაა. ეზოში არავი არ შევარდნია,
საქონელი არავის დახრჩობია", — განმარტა თავზარაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ
მაშველები ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობას დახმარებას უწევენ.