საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ
ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებული და ოჯახის წევრის
მხრიდან იდენტიფიცირებულია.
საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი,
4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო
წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით
მიმდინარეობდა.
თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა კაცი რიონის ხეობაში ჰესის
მშენებლობის მმოწინააღდმეგე აქტივისტებთან აპრილის დასაწყისში ჩავიდა,
დაახლოებით, 3-4 დღის შემდეგ, 10 აპრილს, მდინარეში გადახტა.
გამოძიება თბითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.