სიახლე
ბოლნისში პოლიცია მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში პოლიციის მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის თვითმმხილველებმა რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ავარია პოლიციამ გამოიწვია. ეკიპაჟი მანქანისათვის გასწრებას ცდილობდა რა დროსაც სიჩქარეს მოუმატა და მანქანას დაეჯახა.

შემთხვევის თვითმმხილველების თქმით, ავარიის შედეგად პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას მობილიზებულმა სამართალდამცველებმა რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია