ჯგუფური თავდასხმა დმანისში სასურსათო მაღაზიაზე (VİDEO)
დღეს, 16 მაისს, დმანისის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია "ომარს", უცნობი პირები თავს დაესხნენ. შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა. უცნობმა პირებმა სასურსათო მაღაზიის მეპატრონის შვილს, მამას და მამიდის ქმარს სცემეს.

მაღაზიის მეპატრონე, რაგიმ მამედოვი რადიო "მარნეულთან" საუბრისას ჰყვება, რომ ორი კაცი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მათ მაღაზიაში და პროდუქტების აღება ვალად მოითხოვა. მას შემდეგ რაც მაღაზიაში მყოფმა, რაგიმის 70 წლის მამამ ვალზე უარი განაცხადა, დაპირისპირება მოხდა. მამედოვის თქმით, მაღაზიას 50-მდე სვანი დაესხა თავს და იქ მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რაგიმ მამედოვის თქმით, ადგილზე პოლიცია მოვიდა. დეტალებს რადიო "მარნეული" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.




"Marneuli" Radiosu
Print