საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი
ამხილა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრედიტის
უკანონოდ მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებაში წარადგინა ყალბი
ცნობა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც ერთი-ერთი
კომპანიის სახელით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა
ხსენებული ყალბი ცნობა“, – აცხადებენ საგამოძიებო
სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.