შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო.
ძალადობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა
ბრალდებულმა გარდაბანში, ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე
მდებარე სუპერმარკეტის მოლარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და
სამეურნეო საგანი ესროლა. მ.ო.-მ ამავე ავტოგასამართი სადგურის
ოპერატორს, რომელმაც მას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სიტუაციის განმუხტვა
სცადა, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო: police.ge